VIDEO: „მამა ნამდვილად იამაყებდა... ხვიჩა გამორჩეული ფეხბურთელია, უშიშარია...“ - ექსკლუზიური ინტერვიუ მარადონას შვილთან

კვარდონა

1984 წელს, იტალიის არც ისე ძლიერ საფეხბურთო კლუბში არგენტინელი ფეხბურთელი მიიღეს. მაშინ 24 წლის იყო და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. კლუბის ხელმძღვანელი დარწმუნებული იყო, რომ ის წარმატებას მოუტანდა გუნდს. ეს იყო ახალგაზრდა დიეგო მარადონა - ფეხბურთელი, რომელმაც ისტორია დაწერა და დღემდე მაღალი დონის ფეხბურთელებისთვისაც მისაბაძია. მან ფეხბურთის ეპოქა შექმნა.

მარადონა 32 წლის წინ თამაშობდა "ნაპოლიში", თუმცა ის ქალაქის ნამდვილ ღმერთად იქცა. დღემდე დიეგო ნეაპოლელებისთვის კუმირია. კაფეებში, რესტორნებში, მაღაზიებში, უბრალოდ ქუჩებში - ყველგან მის ფოტოს შეხვდებით. დიეგოს სიყვარული თაობიდან თაობას გადაეცემა. ალბათ ყველაზე რთულია მარადონაზე შეყვარებულ ასეთ გულშემატკივარს თავი დიეგოსთან გაათანაბრებინო. ეს ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო.

"კვარადონა" ხვიჩას სწორედ ნეაპოლელებმა შეარქვეს და ისე შეიყვარეს როგორც დიდი დიეგო. მის გულშემატკივართა შორის არის თავად ლეგენდარული ფეხბურთელის დიეგო არმანდო მარადონას შვილი.

დიეგო მარადონა უმცროსი ნეაპოლში დაიბადა, ახლაც ამ ქალაქში ცხოვრობს და შესაბამისად ისიც დიდი გულშემატკივარია კლუბის, რომელიც მამამისთან ასოცირდება.

"კურიერი PS-მა" ექსკლუზიურად ჩაწერა ინტერვიუ მარადონას შვილთან, სადაც პირველად მოისმენთ რას ფიქრობს ლეგენდარული ფეხბურთელის შვილი ახალ ლეგენდაზე.