ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
სერია A-ს 22-ე ტურში "ნაპოლიმ" "კრემონეზე" 3:0 დაამარცხა. ანგარიში და თამაში ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ 22-ე წუთზე გახსნა, რომელიც 22 წლის გახდა და საკუთარ თავს ჩინებული საჩუქარი გაუკეთა. გამარჯვებით გამოწვეული სიხარული ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ვერ დამალა.
"ლამაზი "ნაპოლი" კვარათი, რომელმაც დაბადების დღე დიდებულად აღნიშნა, ოსიმენით, რომელიც სულ უფრო და უფრო უკეთესი ბომბარდირი ხდება და ელმასით, რომელმაც შეხვედრას წერტილი დაუსვა. ასევე გააგრძელეთ!", - წერს დე ლაურენტისი "ტვიტერზე".