VIDEO: ძალიან უხეშად ითამაშეს - ხვიჩამ ნიუკასლთან მძიმე ტრავმა მიიღო

კვარას ტრავმა 2

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, ხვიჩა კვარაცხელიამ მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ხვიჩას წინააღმდეგ ნიუკასლის ფეხბურთელმა იუხეშა და სამწუხაროდ, კვარამ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ქართველი შემტევის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია, თუმცა როგორც კადრებიდან ჩანდა, სავარაუდოდ, ხვიჩამ მძიმე ტრავმა მიიღო.