საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანა აიკრძალება
1770886789
უკრაინელი სკელეტონ მრბოლელი, ვლადისლავ ჰერასკევიჩი ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან დისკვალიფიცირებულია რუსეთთან კონფლიქტში დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის გამოყენების გამო. ამის შესახებ „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია.
როგორც უცხოური მედია წერს, დისკვალიფიკაციის თაობაზე სპორტსმენს დილით ადრე, საცურაო ობიექტზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ კირსტი კოვენტრისთან შეხვედრის შემდეგ აცნობეს.
ვლადისლავ ჰერასკევიჩის გუნდმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სპორტის არბიტრაჟის სასამართლოში გაასაჩივრებს.
სკელეტონის შეჯიბრი 12 თებერვალს დაიწყება.