უკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ნაკრების ფორმა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს გამართავს უკრაინის ნაკრებთან.

„ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ამ მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:

საქართველო: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე (კაპ), ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, გიორგი ქოჩორაშვილი, ნიკა გაგნიძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ირაკლი აზაროვი, გიორგი კვერნაძე, გიორგი მიქაუტაძე.

უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 23:45 საათზე დაიწყება. 

✕