სიახლე უნივერსიტეტებში ჩაბარებასთან დაკავშირებით - განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
1794937598
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქონუტრიციოლოგი და სურსათის ექსპერტი თენგიზ კალანდაძე კვერცხის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს და განმარტავს, რამდენი კვერცხის მიღებაა შესაძლებელი დღის განმავლობაში და რა ჰიგიენური წესები უნდა დავიცვათ, რომ პროდუქტმა ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
მისი თქმით, კვერცხი თითქმის ყველა აუცილებელ ნუტრიენტს შეიცავს და მისი მიღება დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი. კალანდაძის განმარტებით, ჯანმრთელი ადამიანისთვის დღეში ორი, სამი ან თუნდაც ხუთი კვერცხის მიღება პრობლემას არ წარმოადგენს.
თუმცა, სპეციალისტი ყურადღებას ამახვილებს ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე. კვერცხის მთავარი საფრთხე მისი დაბინძურებაა.
მისივე თქმით, კვერცხი სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული პროდუქტია და განსაკუთრებულ ყურადღებას შენახვისა და გამოყენების დროს მოითხოვს.
კალანდაძე გვირჩევს, კვერცხი მაცივარში ცალკე კონტეინერში შევინახოთ და სხვა პროდუქტებთან უშუალო შეხება არ დავუშვათ.
ასევე, კვერცხთან შეხების, გატეხვისა და გამოყენების შემდეგ დაუშვებელია იმავე დაუბანელი ხელით სხვა საკვებთან შეხება. გამოყენებული თეფში, დანა და სხვა ჭურჭელი დაუყოვნებლივ უნდა მოვათავსოთ ნიჟარაში, ხელები კი საფუძვლიანად დავიბანოთ.
სპეციალისტის განმარტებით, ამ მარტივი ჰიგიენური წესების დაცვა აუცილებელია, რათა კვერცხის მიღებამ ჯანმრთელობისთვის საფრთხე არ შექმნას.