თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები ერევანში გამართული საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

ფფ

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები ერევანში გამართული საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია. შეჯიბრების დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. ტურნირზე საქართველოს, ირანის, გერმანიის, პოლონეთის, სომხეთისა და ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ქვეყნის გუნდები გამოდიოდნენ.

მწვრთნელების, გია კვინიკაძისა და მალხაზ ჯორბენაძის შეგირდებმა სომხეთის 2 გუნდი დაამარცხეს (10-0;8-2), ფინალში კი ირანს 6-4 მოუგეს.