LIVE: პირდაპირი ეთერი „ჰაუსიდან“ - გაიცანით მონაწილეები
1763908069
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 24 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია "თელასი" კონკრეტულ მისამართებს და გრაფიკს აქვეყნებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელის, სოფელი წავკისის, სოფელი შინდისის, სოფელი კოჯრის და სოფელი კიკეთის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), თიანეთის, ქერჩის, ვეკუას, ბოჭორიშვილის, ხიზაბავრის, ახმეტელის და ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.