„ჰაუსის“ ეს მონაწილეები სოციალური ქსელის ვარსკვლავები არიან - გაიცანით „ორი მუზა“

თინათინ და დიანა მუზაშვილები

ცნობილი ხდება, ახალი რეალითი შოუს, „ჰაუსის“ რამდენიმე მონაწილე. მომღერლები, თინათინ და დიანა მუზაშვილები ამ პროექტში მიიღებენ მონაწილეობას. დები, მანამდე, სოციალურ ქსელებში იყვნენ აქტუალურები. ისინი საავტორო მუსიკას ქმნიან, რაც შემდეგ ტრენდული ხდება და ასი ათასობით ნახვას აგროვებს.

„ცუდ კომენტარებს ყურადღებას არ ვაქცევთ. ასე თუ ისე, ნეგატივი მაინც არის, ჩვენ ჩვენს გზას ვაგრძელებთ. იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს შემოქმედება უბრალოდ საქმე და შემოქმედება არ არის, ეს არის ერთგვარი ცხოვრების გზა და არჩევანი, რომელშიც ძალიან დიდი ფილოსოფია დევს,ამით ვცოცხლობთ“, - ამბობდნენ ერთ-ერთ გადაცემაში დები.