LIVE: პირდაპირი ეთერი „ჰაუსიდან“ - გაიცანით მონაწილეები
1763908069
წლის ბოლო ყოველთვის დაძაბულია და როდესაც ის რეტროგრადული მერკურის პერიოდს ემთხვევა, საქმე კიდევ უფრო რთულდება. 29 ნოემბრამდე აღნიშნული პლანეტა სწორედ რეტროგრადულად იმოძრავებს. ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ნოემბრის ბოლოსკენ შედარებით რთული პერიოდი ელოდება:
კირჩხიბი
ნოემბრის ბოლოს კირჩხიბებს ბევრი რამის გადახედვა და გარემოს სხვა პერსპექტივიდან შეხედვა მოუწევთ. კომფორტი ზონაში ყოფნას ვეღარ გააგრძელებთ. მოგიწევთ, თქვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს პირადი ურთიერთობები თუ საქმიანი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ. თუმცა, ცვლილებები განვითარებისთვის აუცილებელია.
თქვენი შიშები, ეჭვები, წყენა და შფოთვა სულ უფრო მეტად გააქტიურდება და თავდაჯერებულობის პრობლემაც შეგექმნებათ. თუმცა, ნუ ინერვიულებთ. შეეცადეთ, ეს პერიოდი ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ და მათგან ემოციური მხარდაჭერა მიიღოთ. მთავარია, გაუაზრებელი, რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. ცვლილებები კი ცხოვრების ახალ ეტაპს მოგიტანთ.
ასევე, განსაკუთრებული ყურადღება ფინანსების მართვას დაუთმეთ. თუ ნოემბერში ფინანსებს არაგონივრულად გამოიყურებით, დეკემბერს ცარიელი საფულით შეხვდებით და დიდი შანსია, 2026 წელი სწორედ ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემებით დაიწყოთ.
მშვილდოსანი
თუ კირჩხიბებს ფინანსური პრობლემების რისკი, ქალწულებს კი პირად ცხოვრებაში სირთულეები ელოდებათ, მშვილდოსნებს ორივე მიმართულებით შეხვდებათ გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას უნდა მიაქციოთ. თვის ბოლოსკენ შესაძლოა, თქვენი გეგმები მნიშვნელოვნად შეიცვალოს, ამიტომ სათადარიგო იდეებზეც იფიქრეთ.
ფინანსური რესურსები გონივრულად გამოიყენეთ. სპონტანურ შესყიდვებს განსაკუთრებით მოერიდეთ. ასევე, მომატებული ემოციურობის ფონზე, პირად ცხოვრებაში მცირე კამათიც კი შესაძლოა, დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. შეეცადეთ, გულწრფელად ისაუბროთ და თქვენი პარტნიორის აზრიც გაითვალისწინოთ.
ახლა არის დრო, როდესაც საკუთარ თავზე აუცილებლად უნდა იზრუნოთ, განიტვირთოთ, გადახედოთ განვლილ ეტაპებს და სამომავლო გეგმები ჩამოაყალიბოთ...ვრცლად