LIVE: პირდაპირი ეთერი „ჰაუსიდან“ - გაიცანით მონაწილეები
1763908069
პარლამენტი დღეს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს განიხილავს. კანონის პროექტის თანახმად, პოლიციელის სოციალური დაცვის გარანტიები გაუმჯობესდება, მათ შორის განისაზღვრება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანებისას ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა. ამასთან, დარეგულირდება სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების საკითხები.
ინიციატივის თანახმად, პოლიციელის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში, ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარით განისაზღვრება. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაში დაზარალებული პოლიციელი 15 000 ლარს მიიღებს, ხოლო მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში კი 10 000 ლარს.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიხედვით, ორმაგდება კომპენსაცია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში. 15 000 ლარის ნაცვლად, პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად 30 000 ლარი გადაეცემა. სახელისუფლებო გუნდი, მძიმე და საპასუხისმგებლო პროფესიის დასაფასებლად, პოლიციელთა სოციალურ გარანტიებს შსს-თან ერთად უზრუნველყოფს.