სპორტის მინისტრმა MMA-ის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

სპორტის მინისტრ

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ნაკრებს ევროპის ჩემიონატზე მოპოვებული 22 მედალი მიულოცა. მინისტრმა ქართველ მებრძოლებს მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა.

2026 წლის ევროპის ჩემპიონატი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა. კონტინენტის პირველობაზე MMA-ის ახალგაზრდულმა და ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა ჯამში 22 მედალი მოიპოვეს, აქედან ორი ოქრო, შვიდი ვერცხლი და 13 ბრინჯაო.

სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კაბულაშვილი და ნაკრების მწვრთნელები ესწრებოდნენ.