სპორტის მინისტრი „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს შეხვდა

სპორტის მინისტრი „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს შეხვდა

„შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს სპორტის მინისტრი შეხვდა  და მათ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატება უსურვა. ტურნირს საქართველო 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

ჩემპიონატში 16 ქვეყანა მონაწილეობს, თამაშები კი თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. "მსოფლიო რაგბის" ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოში მეორე ტარდება.