1770743848
სმოლკინისა და დევისის წყვილი ოლიმპიადაზე თავისუფალ პროგრამას წარადგენს
მილანსა და კორტინაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში ინდივიდუალური ასპარეზობა გრძელდება.
11 თებერვალს საქართველოს თავისუფალი პროგრამით სპორტულ ცეკვებში გლებ სმოლკინისა და დიანა დევისის წყვილი წარადგენს. პირდაპირ რეპორტაჟს 22:30 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მოკლე პროგრამის შემდეგ წყვილმა 77.15 ქულა დაიმსახურა და მე-13 ადგილი დაიკავა. თავისუფალ პროგრამაში 23 წყვილი მონაწილეობს და მედლები ორი პროგრამის ჯამში ნაჩვენები შედეგის მიხედვით გათამაშდება.
საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის ოლიმპიადაზე გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც ისტორიული შედეგია.











