საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

ნაკრები

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დიღმის საწვრთნელ ბაზაზე აგრძელებს 25 და 28 მარტის მატჩებისათვის მზადებას.

გუნდს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი, ნახევარმცველი ანზრო მექვაბიშვილი გამოაკლდა.

ცნობისთვის, ჩვენი ნაკრები 25 მარტს მონღოლეთს, ხოლო 28-ში ნორვეგიას დაუპირისპირდება.

ორივე შეხვედრა ბათუმში გაიმართება.