1775289655
საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად შვეიცარია 54:3 დაამარცხა.
პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა მხოლოდ 7:3 მოიგო, მატჩის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთ ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ჩვენი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორ მატჩს გამართავს - 15 თებერვალს გასვლაზე ნიდერლანდებს, 21 თებერვალს კი სახლში ესპანეთს დაუპირისპირდება.












