საკვები, რომელიც მაცივრის ქვედა თაროზე არ უნდა შეინახოთ - ექსპერტის რჩევები
1750340940
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია. ჩვენმა გუნდმა 1/2-ფინალში 4:2 დაამარცხა იაპონიის ძლიერი გუნდი.
ანგარიშზე 3:2 გადამწყვეტი ბრძოლა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა ჩაატარა. მან სანშირო მურაო იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრები ფინალში გაიყვანა.
გამარჯვებები ლაშა ბექაურმა (90კგ), გურამ თუშიშვილმა (+90კგ), მიხეილ ბახბახაშვილმა (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვეს. ფინალში საქართველოს მეტოქე სამხრეთ კორეის ძლიერი ნაკრები იქნება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობის ინდივიდუალურ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა 4 მედლით დაასრულა: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.