„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს
1790970843
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უნგრეთთან წაგებული (0:1) მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
„იეგოიანის სასტარტოში დაყენება განპირობებული იყო იმით, რომ ხაზებს შორის ეთამაშა და უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონოდა კაკაბაძეს, რათა მარჯვენა ფლანგზე უფრო მეტი აქცენტი გაგვეკთებინა.
ძალიან მაღალ ინტენსივობასთან და პრესინგთან გამკლავება დასაწყისში გაგვიჭირდა და ეს იყო მთავარი ნახევარ საათში.
მარცხმა ყველას გული დაგვწყვიტა, თუმცა არ შეიძლება მომავალს ოპტიმისტურად არ ვუყუროთ. რთულ დროს მომიწია საქართველოს ნაკრების ჩაბარება, მაგრამ აქ მუშაობა და მწვრთნელობა ძალიან დიდი პატივია.
ცხოვრებაში არასდროს მქონია ისეთი სამუშაო, სადაც მიზნისთვის ვერ მიმიღწევია. გარწმუნებთ, რომ ძალიან მალე, ძალიან მოკლე დროში ჩადგება თავის კალაპოტში და ვიბრძოლებთ მიზნისთვის, რაც არის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. სამ დღეში კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და გპირდებით, რომ ასეთ ხასიათზე პრესკონფერენციაზე არავინ ვიქნებით“.