1774555363
ოქრო! - ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში თურქეთის ღია ტურნირის გამარჯვებულია
ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში თურქეთის ღია ტურნირის გამარჯვებულია.
ფინალში ქართველმა პარასპორტსმენმა მოქმედი პარალიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა პარა ტაეკვონდოისტებმა თურქეთში გამართულ G2 სარეიტინგო ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი გიორგი ნიკოლაძემ (-70კგ) მოუტანა. მან ნახევარფინალი მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს მოუგო და ვერცხლი იზეიმა. ლიკუნა ჩაჩიბაიამ (-47კგ) რუსი მეტოქე, რომელთანაც სალიცენზიო ტურნირი წაგებული ჰქონდა, ამჯერად დაამარცხა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.











