„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა...“ - რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს
1774460352
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას ესწრებოდა გარდაცვლილის დედა, ეკა კუპატაძე.
კუპატაძე თავდაპირველად მოწმის სახით უნდა დაეკითხათ, თუმცა დაცვის მხარემ ეს პროცედურა უდავოდ ცნო. მას მინიჭებული აქვს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი.
"ქალბატონი ეკას გამოსვლა სასამართლო პროცესზე არ იყო მხოლოდ ემოციებით დატვირთული გამოსვლა, ეს იყო მისი სამართლებრივი შეფასებები, მისი ლოგიკური აზროვნების შედეგად გაკეთებული დასკვნები. მას აქვს ძალიან მკაცრი და შეუვალი პოზიცია ბრალდებულების დასჯასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას - მოგეხსენებათ, პროკურატურა და დაზარალებული წარმოვადგენთ ერთსა და იმავე მხარეს, შესაბამისად, ჩვენს მიერ გამოძიებული საქმე არის საფუძველი საქმეზე მომავალში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგომად," - განაცხადა პროკურორმა ქეთევან სონიძემ.
საქმეზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. ერთს ბრალი წარდგენილი აქვს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორი არასრულწლოვანია ბრალდებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ჯგუფურად, ხოლო კიდევ ერთ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.