„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა...“ - რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს
1774460352
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა სერიოზულად ეკიდება რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
Reuters-თან ინტერვიუში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკეთესი იქნება, თუ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები ქვეყნების ლიდერების დონეზე წარიმართება.
„უკრაინელები სერიოზულად ეკიდებიან მოლაპარაკებებს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ საუბარი აუცილებელია, უმჯობესია - ლიდერების დონეზე, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვს საომარი მოქმედებების ულტიმატუმის გზით გადაჭრა სურს, რათა უკრაინამ ცალმხრივად გაიყვანოს შეიარაღებული ძალები იმ ტერიტორიებიდან, რომლებსაც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში აკონტროლებს.