„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა...“ - რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს
1774460352
NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, მათ სჯერათ, რომ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის შენარჩუნება ღირებულია. მისი განმარტებით, ამჟამად, საქართველოში, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით გარკვეული შეშფოთების საფუძველი არსებობს, თუმცა საჭიროა დიალოგი და დისკუსია.
"საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენ გვჯერა, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნება ღირებულია. საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის ტრაექტორიაზე. ცხადია, ამ მხრივ ამ წუთს არსებობს შეშფოთების საფუძველი, თუმცა საჭიროა დიალოგი და დისკუსია. ჩვენი პოზიციაა, რომ უმჯობესია შევინარჩუნოთ ურთიერთობა და გვქონდეს ამ საკითხებზე დისკუსიების შესაძლებლობა, ვიდრე ვთქვათ, რომ რაღაც არ მოგვწონს და ამის გამო ურთიერთობა სრულად გავწყვიტოთ“, - განაცხადა რუტემ.