ისტორიაში პირველად! - ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

ანასტასია და ლუკა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს.

მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა-ბერულავას წყვილი მეორე ადგილზე იყო, მათ თავისუფალი პროგრამა უმაღლეს დონეზე შეასრულეს, მსაჯებისგან 138.96 ქულა დაიმასახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი 218.41 მოაგროვეს და ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ.