1770671781
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმულ ცეკვებში 77.15 ქულა დაიმსახურა, 23 მონაწილეს შორის მე-13 ადგილი დაიკავა და ფინალში თავისუფალი პროგრამით გამოსვლის უფლება მოიპოვა.
დევისისა და სმოლკინის წყვილი თავისუფალი პროგრამით 11 თებერვალს გამოვა – შეჯიბრება 22:30 საათზე დაიწყება. 10 თებერვალს კი ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამას მამაკაცები წარადგენენ. მილანში საქართველოს ნაკრების სახელით ნიკა ეგაძე იასპარეზებს – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.











