1748031443
ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირის, როლან გაროსის ძირითად ბადეშია.
საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი ჯოფრი ბლენკანო ორ სეტში, 6:2, 6:4 დაამარცხა და მიმდინარე წელს მეორე დიდი სლემის ტურნირის ძირითადი ეტაპის საგზური მოიპოვა. მანამდე ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშა.
ბლენკანომდე როლან გაროსის კორტებზე ქართველმა ჩოგბურთელმა პოლონელ ვაჩეროსა და ნიდერლანდელ ბროუვერს მოუგო.
ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 132-ე ადგილზეა.