dailymail: დონალდ ტრამპის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, ბორტზე იმყოფებოდა პირველი ლედიც
1758229389
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი მზის დაბნელებისა და ახალმთვარეობის პიკის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„21 სექტემბერი მზის ნაწილობრივი დაბნელება (დღეღამტოლობის დაბნელება) (ახალმთვარეობის პიკი 23:54 საათზე) 21:30 – 01:54 საათამდე ( ხილვადობა: წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილის კუნძულები, ანტარქტიდა, ახალი ზელანდია, ავსტრალია.)
ზოგადად, დაბნელების ფონის პერსპექტივები ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის, პროგნოზი დამოკიდებულია ინდივიდის რუკაზე, შეიძლება იყოს მომგებიანი, სასიკეთო ან პირიქითაც, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მიმდინარე ასტრონომიული პროცესების შედეგად, არასასურველი ფაქტორები აისახება ნებისმიერ ჩვენგანზე, ამიტომ მსგავს პერიოდებში სასურველია თავი შევიკავოთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისგან, სამედიცინო, ქირურგიული მანიპულაციებისგან და მშვიდ, ჩვენთვის ჰარმონიულ გარემოში გავატაროთ მეტი დრო.
მზის დაბნელების გავლენამ, მთვარის დაბნელებისგან განსხვავებით რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდეც შეიძლება გასტანოს.
ახლა ვისაუბროთ კონკრეტულად 21 სექტემბრის დაბნელების პროცესზე, ის ახლოს არის შემოდგომის ბუნიობასთან და ამიტომ „დღეღამტოლობის დაბნელებასაც“ უწოდებენ, განსხვავებულია ეს დღე იმითაც, რომ ყოველთვის, მზებუდობისა და ბუნიობის წინა დღე უკავშირდება ნეგატიურ ენერგიებს, ამიტომ ეს დღე უფრო მეტად მოსაფრთხილებელია თითოეული ადამიანისთვის.
ვნახოთ თუ რა პერსპექტივებზე საუბრობენ ვარსკვლავები.
(ვარსკვლავებით არ ვწინასწარმეტყველებთ, არ ვმკითხაობთ, ვარსკვლავებით ვკითხულობთ გარკვეულ ინფორმაციას, ისევე როგორც სინოპტიკოსები იღებენ გარკვეული ხელსაწყოებით ინფორმაციას მომავალ პროგნოზებზე და ისევე, როგორც ვთქვათ საფონდო ბირჟებზე მოსალოდნელ ცვლილებებზე აკეთებენ პროგნოზს.)
მზის დაბნელება როგორ წესი ემთხვევა ხოლმე ახალმთვარეობას, ამჯერად ეს ახალმთვარეობა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანშია ანუ სიმბოლურად მიმდინარე ფონის შეფასებას ვახდენთ ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ხასიათით, მისი მმართველით - მერკურის ბუნებით, პოზიციითა და სხვა პლანეტებთან ურთიერთქმედებით.
დავახასიათოთ #ქალწული
კოსმიური დიასახლისია, რომელიც ქაოსს დაალაგებს და ბრწყინვალედ მიუჩენს ყველას და ყველაფერს თავის ადგილს, რადგან ის ძალიან ეფექტური მენეჯერია ქალწულის ნიშანს პლანეტა მერკური განაგებს, მიწის სტიქიის წარმომადგენელია და მიეკუთვნება მუტაბელურ ჯვარს (თევზებთან, ტყუპებთან და მშვილდოსანთან ერთად).
მიწის ნიშნებიდან ის ყველაზე მეტად მოქნილია.
ქალწული მე-6 ასტროლოგიურ სახლს მართავს, რომელსაც ასევე ჯანმრთელობის სახლს ეძახიან შეცდომით თუმცა, ეს ავადობის სახლია.
მზის დაბნელება ქალწულის ნიშნის 30-ე გრადუსზე გვაქვს. მისი მმართველი მერკური - სასწორის ზოდიაქოს ნიშანშია, თუმცა დაბნელების მახლობლადაა და ჩართულია ვარსკვლავურ ვნებათაღელვაში.
ამავე დროს, დაბნელების ორგანიზატორებს, თავის მმართველით ცის კაბადონზე უპირისპირდება პლანეტა სატურნი და ნეპტუნი, (კრიტიკულ გრადუსზეა პლანეტა სატურნი, ძველ წყაროებში ამ წერილს „მკვდარი თევზების“ გრადუსად მოიხსენიებენ, თუმცა, კარგი ის არის, რომ უკანმავალია, ვერძის ნიშნიდან დაბრუნდა უკან და ახალი დარტყმის მომტანი არაა, ძველი თემების მობრუნება ხდება, გამძაფრება, გამწვავება) ეს ყოველივე გასაგები ენით შევკრათ: მზის დაბნელება, ზოგადად, გლობალურ პროცესებს უფრო მეტად უკავშირდება, ვიდრე მთვარის, ამიტომ სახელმწიფო დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს, (თუმცა საქართველოს ზონას არ ეხება დაბნელება, ამიტომ ჩვენთან ისეთი სიმძაფრით არ გამოვლინდება მტკივნეული ძვრები, როგორც უშუალოდ დაბნელების ხილვად ზონებში).
თემა:
გლობალურად, სახელმწიფო დონეზე - შეზღუდვები, მათ შორის გამოსვლების აღმოფხვრა, სხვადასხვა თუნდაც მომწამლველი საშუალებებითაც, თუმცა ეს იქნება ბოლო გალაშქრება (ძველი სცენარის გამეორება), რადგან მომავალი წლის თებერვლიდან უკვე სხვა ძვრები უნდა დაიწყოს, თევზებ-ქალწულის ღერძიდან, დაბნელების ღერძი მერწყულ-ლომის ღერძზე გადაინაცვლებს, მერწყული კი შეგახსენებთ, რომ სიმბოლურად იგივე დევკალიონია, (ნოეს ამბავი) ყველაფერი უნდა ჩამოირეცხოს, რომ გაჩნდეს ახალი სტრუქტურა, ახალი ფორმები...)
ინდივიდუალურად კი, იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ პირადი პლანეტები თევზების, ქალწულის ბოლო გრადუსებში, ან სასწორისა და ვერძის დასაწყის გრადუსზე, ძირეული ცვლილებების მომტანი შეიძლება იყოს. ( ასევე ნაწილობრივ ტყუპებისა და მშვილდოსნის ბოლო და თხრის რქისა და კირჩხიბის დასაწყისში მყოფ ოლანეტებსაც ეხება).
ცვლილებები ძირითადად საკომუნიკაციო და პარტნიორულ თემას შეიძლება უკავშირდებოდეს, ასევე შესაძლოა გამჟღავნდეს ის საკითხები, რომელიც მანამდე თითქოს კარგად იყო ვუალიზირებული.
რეალურად ეს პროცესი არ იქნება დარტყმა! ის უფრო საბოლოო გაფხიზლებისა და გამორკვევის პროცესს ჰგავს, სადაც ტრანსფორმაციის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილზე უნდა დალაგდეს, ან თქვენი ინიციატივით ან თქვენი ნების საწინააღმდეგოდ!
მოსალოდნელია წყალდიდობები, რყევები, მიწისძვრები.
ნებისმიერი მოლაპარაკებები, ადრე დადებული ზავი შეიძლება რომელიმე მხარემ დაარღვიოს, იგივე ეხება პირად თემას.
ვარსკვლავური რჩევები დაბნელების დერეფნისთვის:
აშკარავდება ის პრობლემები და ხარვეზები რომლებიც ხელს გვიშლის განვითარებაში, ყურადღება მიაქციეთ რა სფეროში აირია (აი ირევა) ბოლო პერიოდში სიტუაციები, სწორედ აქ იქნება სამუშაო.
დაასრულეთ დასასრულებელი!
თავი შეიკავეთ შორი მგზავრიბებისა და გადაადგილებისგან. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მოერიდეთ ექსტრემს (მოტეხილობების ალბათობა მატულობს). სასურველია მიიღოთ პროფილაქტიკური ზომები გულ-სისხლძარღვთა სისტემისა პრობლემების, ნევროზების, დეპრესიის მქონე პაციენტებმა. ეფექტურია ჯანმრთელობის ქრონიკული (ასევე გაჭიანურებული, ვერდიაგნოსტირებული) პრობლემების თავიდან გადაკონტროლება. ახალი საქმეების წამოწყება უმჯობესია დაბნელების შემდეგ დაგეგმოთ. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ, სპონტანურ გადაწყვეტილებებს (განსაკუთრებით) პირად ურთიერთობებში. ნუ იქნებით კრიტიკული, სარკასტული, ეცადეთ პირიქით, გააუმჯობესოთ გარშემომყოფთა განწყობა. ნუ ჩაერთვებით კონფლიქტებში, მეტად დაისვენეთ: მოერიდეთ მალფუჭებად პროდუქტებს და ალკოჰოლით ნუ გადაამეტებთ!,“- წერს ასროლოგი.