3 ადგილი სახლში, სადაც კატეგორიულად არ შეიძლება სარკის დაკიდება
1757966639
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და შეინახა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება - 3114,04 გრ. „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი ნივთიერება რაც 17 სექტემბერს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.