შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
                                                                ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთში, ქალაქ ჩენდუში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიან ტურნირზე მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
შეჯიბრების მეთექვსმეტედფინალში ბასილაშვილმა ბრიტანელი ბილი ჰარისი ორ სეტში, 7:6, 6:3 დაამარცხა. ამ მეტოქესთან ქართველი ორი წლის წინ ბერგამოს ჩელენჯერზე დამარცხდა.
მერვედფინალურ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე იტალიელ ლორენცო მუზეტისა და ხორვატ დინო პრიზმიჩს შორის გამარჯვებული იქნება.
ამჟამად ქართველი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 114-ე ადგილს იკავებს.