მნიშვნელოვანი ინფორმაცია - 15 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმი იცვლება

ავტობუსი

მგზავრთა მზარდი რაოდენობის გამო, 15 სექტემბრიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმზე გადადის. ეს ცვლილება გულისხმობს, რომ ქალაქში გაიზრდება როგორც ავტობუსების, ისე მიკროავტობუსების რაოდენობა, რაც ხელს შეუწყობს კომფორტულად მგზავრობას.

შეგახსენებთ, რომ 28 ივნისიდან ტრანსპორტი ზაფხულის განრიგზე იყო გადასული — ეს სტანდარტული პროცესია, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება. ზაფხულში მგზავრთა ნაკადის შემცირების გამო, დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა შემცირდა. ახლა კი, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მგზავრების რაოდენობა მატულობს და ტრანსპორტის რაოდენობაც შესაბამისად გაიზრდება.