1757870206
ვრცელდება ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელის პირველი განმარტება

იუტას შტატის გუბერნატორი სპენსერ კოქსი აცხადებს, რომ ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელი, 22 წლის ტაილერ რობინსონი, თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და უარყოფს, რომ გასროლა მან განახორციელა.
კოქსმა ABC News-თან საუბრისას განაცხადა, რომ რობინსონის გარშემომყოფები გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ და მასზე ინფორმაციას აწვდიან.
გუბერნატორის ინფორმაციით, რობინსონმა სროლის შემდეგ შეტყობინებების გასაგზავნი პლატფორმა Discord გამოიყენა და რობინსონისვე თქმით, ახლობელს ხუმრობით მიწერა, რომ თავად იყო მკვლელი. გუბერნატორის ცნობით, როდესაც რობინსონს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ, მის წინააღმდეგ ბევრად მეტი მტკიცებულება და ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი.
კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, 10 სექტემბერს დაიღუპა. კირკი დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა და კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტაილერ რობინსონი მომხდარიდან 33 საათის შემდეგ დააკავეს.