1757870206
ორბანი: შვედეთის მთავრობა კანონის უზენაესობაზე ლექციებს გვიკითხავს, ამასობაში, კრიმინალური ქსელები შვედ ბავშვებს მკვლელებად იყენებენ, რადგან იციან, რომ სისტემა მათ არ დასჯის - ქვეყანა, რომელიც ოდესღაც წესრიგითა და უსაფრთხოებით იყო ცნობილი, ახლა იშლება

შვედეთის მთავრობა კანონის უზენაესობაზე ლექციებს გვიკითხავს. ამასობაში, Die Welt-ის სტატიის თანახმად, კრიმინალური ქსელები შვედ ბავშვებს მკვლელებად იყენებენ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, X-ზე წერს.
მისი განცხადებით, ქვეყანა, რომელიც ოდესღაც წესრიგითა და უსაფრთხოებით იყო ცნობილი, ახლა იშლება.
"შვედეთის მთავრობა კანონის უზენაესობაზე ლექციებს გვიკითხავს. ამასობაში, Die Welt-ის სტატიის თანახმად, კრიმინალური ქსელები შვედ ბავშვებს მკვლელებად იყენებენ, რადგან იციან, რომ სისტემა მათ არ დასჯის. ქვეყანა, რომელიც ოდესღაც წესრიგითა და უსაფრთხოებით იყო ცნობილი, ახლა იშლება: მკვლელობისთვის 280-ზე მეტი არასრულწლოვანი გოგონა დააკავეს, ოჯახები კი შიშში ცხოვრობენ. ეს გულდასაწყვეტია. შვედი ხალხი უკეთესს იმსახურებს!" - წერს ვიქტორ ორბანი.