ტრამპი აცხადებს, რომ ტელეკომპანიების საეთერო ლიცენზიები უნდა გაუქმდეს, თუ ისინი მის შესახებ ძირითადად უარყოფით ინფორმაციას გაავრცელებენ

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიების საეთერო ლიცენზიები უნდა გაუქმდეს, თუ ისინი მის შესახებ ძირითადად უარყოფით ინფორმაციას გაავრცელებენ.

„სადღაც წავიკითხე, რომ ტელეკომპანიების 97% ჩემს წინააღმდეგ იყო. მე 97%-ით უარყოფითად გამაშუქეს, მაგრამ მაინც ადვილად გავიმარჯვე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა 2024 წლის არჩევნების შესახებ საუბრისას.

ტრამპის თქმით, ის მხარს დაუჭერს ფედერალური კომუნიკაციების კომისიის მცდელობებს ლიცენზიების ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა ინიციატივა, რომ ტელეკომპანიებმა პერიოდულად უნდა მოითხოვონ ლიცენზიების განახლება. ამასთან, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ტელეწამყვანი ჯიმი კიმელი, რომელსაც უნიჭო „შეშლილი“ უწოდა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ეიბისიმ“ ღამის შოუს წამყვანი ჯიმი კიმელი ჩარლი კირკის მკვლელობაზე გაკეთებული განცხადების გამო ეთერიდან მოხსნა.