იაპონური ავტომობილის 3 ბრენდი, რომლის ყიდვას ექსპერტები 2025 წელს არ გვირჩევენ

მანქანა

იაპონურ მანქანებს, როგორც წესი, ბაზარზე ყველაზე საიმედო ავტომობილების რეპუტაცია აქვთ, თუმცა GOBankingRates-ის მონაცემებით, არსებობს სამი ბრენდი, რომელთა გაყიდვები 2025 წლისთვის საეჭვოა.

ნისანი

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ ბრენდის შესახებ ახალი ამბები უარყოფითი იყო.

კერძოდ, მაისში, CBS News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Nissan-ი გლობალური სამუშაო ძალის 15%-ს, ანუ დაახლოებით 20 000 ადამიანს, სამსახურიდან ათავისუფლებდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ გასულ წელს 4.5 მილიარდი დოლარი დაკარგა.

„Nissan-ს CVT ტრანსმისიასთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა შეექმნა, რაც კომპანიას დღემდე აწუხებს. მფლობელები უჩივიან რხევას, სრიალს ან სრული ჩანაცვლების საჭიროებას მოსალოდნელზე ბევრად უფრო ადრე“, - განაცხადა საავტომობილო კვლევითმა პლატფორმამ. 

ინფინიტი

ამ ბრენდს საიმედოობის პრობლემები აქვს.

„Infiniti-ს კონკურენტებთან შედარებით მეტი პრობლემა აქვს, განსაკუთრებით ელექტროობის კუთხით. დიზაინის სიმარტივე და საიმედოობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, თუმცა Infiniti სხვა იაპონურ ბრენდებთან შედარებით უფრო რთულ მანქანებს აწარმოებს“, - ხაზგასმით აღნიშნა Silverstone Auto Spa-ს მფლობელმა, ანდრეი სმირნოვმა.

მიცუბიში

ამ ავტომობილების ბრენდსაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გარკვეული სირთულეები შეექმნა. კერძოდ, გასულ წელს კომპანიის კლებამ 76%-ს მიაღწია, ხოლო 2025 წლის მაისში Reuters-მა 26%-იანი ვარდნის შესახებ განაცხადა.

ამავდროულად, Motor1-მა აღნიშნა, რომ ეს მოხდა იმის გამო, რომ კომპანიამ სრულად შეწყვიტა შეერთებულ შტატებში ავტომობილების მიწოდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გამო.

„Mitsubishi-ს პრობლემები აქვს მოძველებულ ტექნოლოგიასთან და იაფ კომპონენტებთან დაკავშირებით. ბევრი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ მათ ვერ შეძლეს თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილება - როგორც მუშაობის, ასევე გრძელვადიანი საიმედოობის თვალსაზრისით“, - დასძინა ალექს ბლეკმა.