ტრაგედია მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის ოჯახში
1752576837
პარიზის ოლიმპიადაზე ტრავმის მიზეზით უმედლოდ დაასრულა ასპარეზობა 61 კგ წონაში მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა შოთა მიშველიძემ.
მან ატაცში 121 კილოგრამი დაძლია, ხოლო აკვრაში ჯერ 125 ასწია, შემდეგ – 135, ბოლოს 150 კილოგრამიან შტანგასთან მივიდა. თუმცა ცდა გაუციდდა და აკვრაში ყველაზე მაღალი 135 კილოგრამი დარჩა.
ამ შედეგით ის ორჭიდის ჯამში მეექვსე იყო – 256 კილოგრამი.
ჩემპიონი ჩინელი ფაბინ ლი გახდა (310კგ), 303 კილოგრამით მეორე იყო ტალანდელი თეერაპონგ სირაჩაი, მესამე – ამერიკელი ჰემპტონ მორისი (298 კგ).