რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
როდის ხდება B12-ის მიღება საშიში? – გადაცემაში, „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგი, ზაზა თელია იმ საფრთხეების შესახებ საუბრობს, რაც შესაძლოა მაღალი კონცენტრაციით B12-ს მიღებას მოჰყვეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის:
„დაუშვათ მივიღე B12 დანამატის სახით და რა დაშავდება – როგორც წესი აქ დანამატის სახით იღებენ ან პერორალურად ან ნემსის სახით სამწუხაროდ მაღალი კონცენტრაციით. მაღალი კონცენტრაციით B12-ს მიღებას აქვს ძალიან სერიოზული ნეგატიური გავლენა ორგანიზმზე, მათ შორის დერმატოლოგიური კუთხით, ძალიან მძიმე და რთული ფორმის გამონაყარს იწვევს აკნეს სახით, ფოლიკულიტის სახით, როზაცეას და მის მსგავსი პათოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს, სისხლის ფორმულის ცვლილებებთან დაკავშირებითაც შესაძლებელია, ასევე შესაძლოა განვითარდეს მაღალი კონცენტრაციის მიღების დროს ჰიპოკალემია...“ – ამბობს თელია.