მესიმ პსჟ-ის დატოვება გადაწყვიტა - ფაბრიციო რომანო

მესი

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ გადაწყვიტა – არ გააგრძელოს კონტრაქტი კლუბთან, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

არგენტინელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს პარიზულ კლუბს.

შაბათს, მესიმ გოლი გაუტანა „სტრასბურს“ და ფრე მოუტანა თავის გუნდს. ერთი ქულის წყალობით, პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული გაინაღდა.

ბევრი ჭორი ვრცელდება მესის „ბარსელონაში“ სავარაუდო დაბრუნების შესახებ. ასევე პრესის ინფორმაციით, არგენტინელს აქვს წინადადებები MLS-დან და საუდის არაბეთიდან.