მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს

მერაბ დვალიშვილი

ქართველი UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. სპორტსმენის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და მომხდარის მშვიდობიანად დასრულება სურს.

„მინდა, ყველას ვაცნობო, რომ გამათავისუფლეს, თავს კარგად ვგრძნობ, ჯანმრთელად ვარ და მზად ვარ, ყველაფერი გავაგრძელო.

მადლობა მინდა გადავუხადო აბუ-დაბიში ყველას, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში დამეხმარა. ძალიან მიყვარს აბუ-დაბიში სტუმრობა და მიხარია, რომ აქ ყოველთვის თბილად მხვდებიან.

იმედი მაქვს, ყველა დაკავებულს გაათავისუფლებენ. მე ჩივილს არ ვაპირებ. მშვიდობა და ყველასთვის საუკეთესო მინდა.

მადლობა ყველას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“, – წერს მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში. 

✕