27 მაი 5:44
მარნეულის 2022 წლის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში ორგანიზაციებს შორის დასრულდა

მიმდინარე წლის 13 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტული სკოლის ორგანიზებით, სოფელ თამარისის სტადიონზე, ფინალური შეხვედრები გაიმართა, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "MBC ბანკი"და " დაცვის პოლიცია", მატჩი დასრულდა ანგარიშით 3:2, ტურნირის ჩემპიონი და გარდამავალი თასის მფლობელი გახდა "MBC ბანკი".
ტურნირის ვიცე ჩემპიონი და მეორე ადგილის მფლობელია "დაცვის პოლიცია", ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა გუნდი "ავიაცია", რომელმაც ნახევარფინალში დაამარცხა " ავერსი".
საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებით და ფულადი ჯილდოებით.
პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა 1000 ლარი, მეორე ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდა 800 ხოლო, მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი 600 ლარით.
ტურნირის ჩემპიონები მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორმა, მამუკა ნავერიანმა დააჯილდოვა.აღსანიშნავია, რომ ტურნირი წელს, ტრადიციულად რიგით მესამედ გაიმართა.