VIDEO: კენჭისყრა დაიწყო - პირდაპირი ეთერი სამებიდან
1778497810
თბილისში მიმდინარე ძიუდოს კონტინენტის პირველობაზე ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა ფინელი ოლინი დამატებით დროში დაამარცხა.
ტურნირზე მეორე შეხვედრა მოიგო მიხეილ ბახაბახაშვილმა. მისი მეტოქე ჩეხეთის სახელით მოასპარეზე კარიმოვი იყო.
ორივე ქართველი მერვედფინალში იასპარეზებს.
შეჯიბრების მეორე დღეს მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება – კაცებში 73 კგ-ში, ქალებში კი 57 და 63 კგ-ში.