„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში წარმატებულად ასპარეზობენ ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტურნირის ნახევარფინალში გასასვლელად ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ლორსანოვი ორი ვაზარით დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის იაპონელ სანშირო მურაოს შეხვდება.
შეჯიბრებაზე ასევე ნახევარფინალში გასასვლელად იჭიდავებს ლუკა მაისურაძეც. იგი მეოთხედფონალში ნიდერლანდელ ვან ტენდს შეხვდება. მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისი დროით 11:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.