ხვიჩა კვარაცხელიას ვერ აჩერებენ! - კაპიტანმა ისრაელის ნაკრებს მეორე გოლი გაუტანა

კადრი ფეხბურთი

საქართველოს ნაკრები ისრაელთან მატჩში ორი ბურთით დაწინაურდა.

მეორე ტაიმში, 54-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა – 2:0.

ამხანაგური შეხვედრა მიხეილ მესხის არენაზე მიმდინარეობს.

გურამ კაშიას სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ ეროვნული გუნდი კაპიტნის სამკლაურით ხვიჩა კვარაცხელიამ გაიყვანა. ვიცე-კაპიტანი კი ოთარ კიტეიშვილია.