ნიკოლას მადურო სისხლის სამართლის ბრალდებებით, მათ შორის ნარკოტერორიზმის მუხლით, აშშ-ის სასამართლოს წინაშე წარდგება

ნიკოლას მადურო

ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო სისხლის სამართლის ბრალდებებით, მათ შორის ნარკოტერორიზმის მუხლით, აშშ-ის სასამართლოს წინაშე წარდგება.

მედიის ცნობით, სასამართლოს მოსმენის წინ მადუროს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული მრავალი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება, მათ შორის თუ როგორ შეიძლება მადურომ გამოიყენოს სამართლებრივი არგუმენტების მთელი რიგი საქმის გასაპროტესტებლად; რა მტკიცებულებებს წარადგენენ პროკურორები „ნარკოტერორიზმის“ და ნარკოტიკებით ვაჭრობის შესახებ მათი ბრალდებების დასასაბუთებლად.

ცნობისთვის, ნიკოლას მადურო 2026 წლის 3 იანვარს სპეციალური ოპერაციის ფარგლებში, აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალებმა დააკავეს, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში გადაიყვანეს.

ის მიერ კარაკასში დაკავებამდე ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ ის აშშ-ში გადაიყვანეს. მადურო აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ წაყენებულ ყველა ბრალდებაში უდანაშაულოა.