რომელ საათზე უნდა მივირთვათ საუზმე წონაში დასაკლებად - ეს აქამდე არ იცოდით

საუზმე

საუზმის გამოტოვებამ შეიძლება გაუცნობიერებლად შეანელოს თქვენი მეტაბოლიზმი. ექსპერტმა გაამხილა საუზმის ზუსტი დრო, რათა მადა აკონტროლოთ და წონაშიც დაიკლოთ.

ლონდონის კინგს კოლეჯის გენეტიკური ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ საუზმე არაუგვიანეს დილის 11 საათისა უნდა მიიღოთ.

კვლევის თანახმად, ვახშამს და საუზმეს შორის 14-საათიანი ინტერვალი სასარგებლოა მეტაბოლიზმისთვის და სწორედ ამიტომ, საუზმე დილის 11 საათზე უნდა მიირთვათ. ამ წესის რამდენიმე თვის განმავლობაში დაცვა 2-დან 5 კგ-მდე დაკლებაში დაგეხმარებათ.

საუზმისთვის შეარჩიეთ ისეთი საკვები, რომელიც ენერგიას მოგაწვდით შემდეგ კვებამდე, მაგალითად:

კვერცხი;

ხაჭო;

ბერძნული იოგურტი;

შვრიის ფაფა;

მთლიანი ხორბლის პური;

მარცვლეული (მაგალითად, ფეტვი);

თხილი;

თესლი (ჩია, სელის თესლი);

არაქისის კარაქი;

ავოკადო;

ბოსტნეული (მაგალითად, პომიდორი, კიტრი);

დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე ხილი (მაგ. კენკრა);

ქათმის მკერდი;

ინდაური;

უცხიმო საქონლის ხორცი;

მაღალი ხარისხის დელიკატესები (მაგ. შემწვარი ინდაური, ლორი);

ორაგული;

თინუსი.