ისლამ მახაჩევის კომენტარი ნურმაგომედოვებისა და დვალიშვილის ინციდენტზე

ისლამ მახაჩევი

ისლამ მახაჩევმა ნურმაგომედოვების გუნდის დაცვა სცადა. აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტში მან გაამართლა არა მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი, არამედ დაღესტნელები, რომლებიც რიცხვობრივ უპირატესობაში მყოფები ქართველებს უკნიდან მიეპარნენ.

"მათ, ვინც ახლა უსმანსა და ბიჭებს გმობს და შეურაცხყოფას აყენებს - რატომ დუმდით, როდესაც მერაბმა დაღესტნელ მებრძოლს დაარტყა და მის ღირსებას მიაყენა შეურაცხყოფა? კაცი მასთან ყოველგვარი ცუდი განზრახვის გარეშე, უბრალოდ დასალაპარაკებლად მივიდა. ის, რაც დღეს მოხდა, მერაბმა თავის სამშობლოში დაიწყო, როდესაც სტუმარს დაარტყა და დედა შეაგინა", - განაცხადა მახაჩევმა.

დაღესტნელების საქციელი დაგმო არაერთმა MMA-ს მებრძოლმა, მათ შორის კონორ მაკგრეგორმა, ისრაელ ადესანიამ, შონ სტრიკლენდმა და სხვებმაც, მაგრამ არა ისლამმა, რომელმაც როგორც ვხედავთ, სუბიექტურობა გამოიჩინა.

ცნობისთვის, 2026 წლის 11 ნოემბერს აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში, მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება მას უსმან ნურმაგომედოვი ინტერვიუს ჩაწერის დროს და სახეში ურტყამს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

დაპირისპირებას წინ უძღოდა ნურმაგომედოვების ოჯახსა და მერაბ დვალიშვილს შორის არსებული დაძაბულობა. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის იანვარში მერაბმა UFC 311-ზე უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა. უსმანი სწორედ უმარის ძმა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია.

წყარო:

✕