თეთრი სახლი ირანთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას ავრცელებს
1750356077
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილმა (+100) მეორე გამარჯვება მოიპოვა – მერვედფინალში ქართველმა დამატებით დროში იპონით გერმანელი კონე დაამარცხა.
თუშიშვილი ნახევარფინალში გასასვლელად აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს შეხვდება.
წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.