„სიცოცხლე თითქოს წამით შეჩერდა...“ - რა შეემთხვა არუნ ხათრის
1762028338
                                                                აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში ბექა ღვინიაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ფინალში ფრანგი ლორის ტასიე მარტივად, რამდენიმე წამში შებოჭვით დაამარცხა.
დღესვე მოგვიანებით, ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი იჭიდავებს. იგი კარიერაში ამ დონის ტურნირის ფინალში პირველად გავიდა.
შეგახსენებთ, რომ გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. შეჯიბრის გამარჯვებული პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60კგ) გახდა, მესამე ადგილი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვა.