,,გილოცავ საქართველო, ღირსეული ელჩი გყავს! ,,ნაპოლი" ჩემპიონია!" - კომენტატორების ემოციური შეძახილები

ხვიჩა კვარაცხელია

,,გილოცავ საქართველო, ღირსეული ელჩი გყავს! ისტორიაში მესამედ, ,,ნაპოლი" იტალიის ჩემპიონია!" 

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს 33-ე ტურის მატჩში „უდინეზეს“ ესტუმრა. ნეაპოლელებს ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად ამ შეხვედრაში ერთი ქულა სჭირდებოდათ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე, „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს პირველივე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.