1757870206
ევრობასკეტის გამარჯვებული გერმანიის ნაკრები გახდა

ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი კალათბურთში გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო. ფინალურ შეხვედრაში მათ თურქეთი ანგარიშით 88:83 დაამარცხეს. გერმანიის ნაკრების ლიდერი დენის შროდერი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი საბერძნეთმა ფინეთს სძლია, ანგარიშით 92:89.
საქართველოს ეროვნულi ნაკრები ტურნირის 8 საუკეთესო გუნდში მოხვდა, რაც „ჯვაროსნებისთვის“ ისტორიული შედეგია.