ესპანეთის ნაკრებმა პორტუგალია 1:0 დაამარცხა

 მიკელ მერინო

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს კიდევ ერთი ფავორიტი, პორტუგალია გამოეთიშა – ესპანეთის ნაკრებმა პორტუგალია 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი მიკელ მერინოს ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქის კარი 90-ე წუთზე აიღო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩს თვალი შეგიძლიათ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ადევნოთ.