ჩიხარეშის თემში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ლაშხეთობა“ ჩატარდა

ლაშხეთობა

ჩიხარეშის თემში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ლაშხეთობა“ ჩატარდა. დილიდან სოფელ ჩიხარეშის მაცხოვრის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა  აღევლინა. წირვის შემდეგ კი, გაიმართა სპორტული ღონისძიებები.

შეჯიბრი სპორტის ორ სახეობაში - დოღში (სოფელი შკედი) და ფრენბურთში (სოფელი ჩიხარეში) ჩატარდა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებითა და თასებით.

დოღში პირველ ადგილზე გასულს გადაეცა უნაგირი, 200 ლარი და ეროვნული გმირის ალეკო ონიანის სახელობის თასი;

მეორე ადგილი - კვიცი და 100 ლარი;
მესამე ადგილი - 500 ლარი.

ფრენბურთში გამარჯვებული გუნდი 500 ლარით დაჯილდოვდა;

მეორე ადგილი -300ლარი;
მესამე ადგილი - 200ლარი.

ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, ჩამოსული სტუმრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამარჯვებულები  ფულადი პრიზებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანმა. აღნიშნული ღონისძიება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ლაშხეთის თემის მოსახლეობის  ჩართულობით და მხარდაჭერით გაიმართა.